სახელმწიფო სისტემაში როდესაც მუშაობ და სახელმწიფოებრივად აზროვნებ, ხანდახან მძიმე გადაწყვეტილებებიც გიწევს, მთავარია, რომ შემდეგ გააანალიზო სწორად, მორალურად, ადამიანურად, პოლიტიკურად ეს გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ განაცხადა.
„გიორგი გახარია არ არის ანგელოზი, ისევე როგორც კახა ქემოკლიძე არ არის ანგელოზი და საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში ანგელოზები არ არსებობენ.
საერთოდ, პოლიტიკაში თუ ადამიანი მიდის, განსაკუთრებით ადამიანი, რომელსაც უმუშავია სახელმწიფო სისტემაში, მათ შორის სახელმწიფო სისტემაში მუშაობა ნიშნავს, მძიმე გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ, სახელმწიფო სისტემაში როდესაც მუშაობ და სახელმწიფოებრივად აზროვნებ, ხანდახან მძიმე გადაწყვეტილებებიც გიწევს, მთავარია, რომ შემდეგ გააანალიზო სწორად, მორალურად, ადამიანურად, პოლიტიკურად ეს გადაწყვეტილებები. ჩემი აზრით, ჩვენ შეცდომა არ დაგვიშვია არასდროს, რომელი პრიზმიდანაც არ უნდა შეხედო ამ საკითხს",- განაცხადა კახა ქემოკლიძემ "ტვ პირველის" ეთერში.