შეხვედრაზე პაატა სალიამ და ირაკლი ყანდაშვილმა ორ უწყებას შორის არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცულობა, რისთვისაც მნიშვნელოვანია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ადვოკატთა ასოციაციასთან.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, იუსტიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და ამ პროცესში ადვოკატების, როგორც უფლებადამცველების, როლის გაძლიერებას.
პაატა სალიამ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.










