შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

"დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის დეკემბრიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. სამართალდამცველებმა მ.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულში დააკავეს.  დაკავებულის  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.