ოპოზიციაშიც არის ოლიგარქიული ელემენტები, ოღონდ ამ ადამიანებს არ აქვთ გავლენა ხელისუფლების ინსტიტუციებზე. ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, დარწმუნებული ვარ, იგივე მოცემულობა გვექნებოდა, ფარდის მიღმა დიდი სიამოვნებით მართავდნენ პოლიტიკურ პროცესებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ერთი ინსტიტუცია, აღარ დარჩა, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, ერთადერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციას თუ არ ჩავთვლით. ცხადია, ოპოზიციაშიც არის ოლიგარქიული ელემენტები, ოღონდ ამ ადამიანებს არ აქვთ გავლენა ხელისუფლების ინსტიტუციებზე. ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, დარწმუნებული ვარ, იგივე მოცემულობა გვექნებოდა, ფარდის მიღმა დიდი სიამოვნებით მართავდნენ პოლიტიკურ პროცესებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის მაგივრად, რომ მოდელი შეეცვალა, პირდაპირ „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილზე დასხდნენ, დღეის მოცემულობით“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.