დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ, ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან გაფორმებული კონტრაქტი სინამდვილეში დავით კეზერაშვილის იმიჯის გამყარებას ემსახურება.

„ტელეკომპანია „ფორმულა“ აქ არაფერ შუაშია. იცით, რომ კეზერაშვილი გამოვლენილია კონკრეტულ თაღლითობაში. ამაზე საერთაშორისო გამოძიებაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, „ბიბისის“ ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება უამრავი გაუბედურებული ადამიანის შესახებ. ამ ყველაფრის შემოქმედი გახლდათ კეზერაშვილი. ახლა კი, ეს ადამიანი ცდილობს იმავეს, რასაც ეცადნენ „მიშა კვდებას“ თემაზე.  ამაში უზარმაზარი ფული დახარჯეს, რათა ქვეყნის რეპუტაცია შეელახათ, ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ. რა თქმა უნდა, საზოგადოება ყველაფერს კარგად  ხედავს და მათ არაფერი გამოუვიდათ. იგივე იქნება ახლაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.