თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რეალობასაა აცდენილი, როდესაც აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გასაღებს აღნიშნული პარტია ფლობს.

"რამდენად სწორია ხაბეიშვილს ვუპასუხო არ ვიცი. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია. მათზეა დამოკიდებული, რა ფორმით წარდგება ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებში - ცალ-ცალკე თუ ერთად. ერთი რამ ვიცი, ამ ქვეყანაში რადიკალიზმს, ბოროტებას მომავალი არ აქვს. ის, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა წარსულია, რომლის შემოქმედი გახლდნენ ის პარტიები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ და დღეს სხვადასხვა პარტიად არიან", - განაცხადა კახა კალაძემ.