რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელ დირექტორს, ნინო რუხაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე კომიტეტსა და ასოციაციას შორის არსებულ ურთიერთობებსა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტებში თვითმმართველობის როლის გაძლიერებას.

 შეხვედრას  ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე დაესწრო.