„სალომე ზურაბიშვილი მმაჩის ბიუროში კი არ მუშაობს, პრეზიდენტია და აქვს თავისი ვალდებულება. კონსტიტუციურად ევალება, რომ დაასაბუთოს ვეტო. სხვა გამოსავალი არ აქვს. მაშინ გამოაგზავნოს ცარიელი ფურცელი, მოაწეროს ხელი და დააწეროს ვეტო. - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
"ეს იქნება მიღებული, მაგრამ იქნება კანონდარღვევა და კანონისადმი არასერიოზულობა. თუ შენ აპროტესტებ, სიღრმისეულად გჯერა და აპროტესტებ, როგორ შეიძლება არ დაწერო თუ რასთან გაქვს, რომელ მუხლთან, შინაარსთან გაქვს პრობლემა. კლიშეებით საუბარი ხომ არ შეიძლება?! ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს.,
მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი მუშაობს თავის ევროპულ პენსიაზე და ცდილობს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ შემდგომში ევროპაში უფრო მეტი პენსია დაიმსახუროს. აი, ვნახავთ, რომ თუ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მას არ ექნება თანამდებობრივი პერსპექტივა საქართველოში, მეორე დღეს ვერ ვნახავთ საქართველოში. ის სულ დროებით იყო ამ ქვეყანაში. როდესაც იყო თანამდებობაზე, აქ იყო, როცა არა - მიდიოდა. ახლაც ვხედავ ზუსტად ისეთ მოქმედებებს, რაც უკავშირდება იმას, რომ კონკრეტულად ის არ მუშაობს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე. ამ შემთხვევაში, საკუთარ სახელმწიფოში ვგულისხმობ საქართველოს იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს ასეა. თუმცა, იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც თვლის რომ მისია, იმის რაღაც ინტერესების ნაწილში შეიძლება მუშაობდეს“, - აღნიშნა კახიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს.