შენ შეიძლება პუტინმა შეგაშინა და ამიტომ შენი გადასაწყვეტი ხომ არ უნდა იყოს ქვეყნის მომავლის შეცვლა, ეს ხალმა უნდა გადაწყვიტოს, ჩაატარონ რეფერენდუმი, ან პლებისციტი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„პრემიერ მინისტრის არ მშურს და არცერთი ქოც პარლამენტარის არ მშურს, მიუხედავად იმისა რომ ჩემზე მეტი ფულიც აქვთ, ჩემზე უკეთესი ჯანმრთელობა შეიძლება ჰქონდეთ, ჩემზე უფრო ახალგაზრდა შეიძლება იყვნენ, მაგრამ არ მშურს, იმიტომ რომ ზოგადად, ამერიკასთან ბრძოლა გაქ გამოცხადებული ამ ფორმით და მიგაჩნია, რომ ეს სწორი საქმეა, თან ფიქრობ, რომ მოიგებ ამ ბრძოლას. მთავარი არგუმენტი გამოაცალეს, გითხრეს, რომ ეს არ არის ევროპული კანონი, თან გითხრეს ძალიან მაღალი ტრიბუნიდან. აჩემებული აქვთ, გამჭვირვალობაა ჩვენი მიზანი, ეს რომ არაა მიზანი ხომ ცხადია.
გულწრფელად ვთხოვ „ქართულ ოცნებას“ ერთ რაღაცას, ღიად გამოვიდნენ და თქვან, რომ საქართველოს მომავლის შეცვლას აპირებენ პროდასავლურიდან პრორუსულისკენ, ეს თქვან ღიად და ამასთან დაკავშირებით ჩაატარონ რეფერენდუმი, ან პლებისციტი. ეს ხომ არ შეიძლება ერთმა, ან ორმა ადამიანმა გადაწყვიტო, იმიტომ რომ შენ შეიძლება შეგეშინდეს რაღაცის, პუტინი დაგემუქროს და აქედან გამომდინარე შენი გადასაწყვეტი ხომ არ უნდა იყოს ეს საქმე, ან ხელისუფლების. ჩემი აზრით, ეს ხალხს უნდა ჰკითხო",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ ,,ტვ პირველის" ეთერში.