ამერიკელებს აქ არასათანადო ხალხი წარმოადგენენ, პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„წარმოიდგინე, პარლამენტის უკანა მხარეს ჩვეულებრივი ხალხი ხომ აპროტესტებს და რაღაც ადგილებში სხედან პოლიტიკური აქტივისტები, უდონო აქტივისტები, არაფერი რომ არ შველით, რაღაც პარტიის, რომლის ამოცანაც არის და ფეისბუკზე წერდნენ იაგოს დისკომფორტი უნდა შევუქმნათ მიტინგზეო, ამიტომ ვეძახით რაღაცებსო. სულ ლაივით დავდივარ, ხალხი უყურებს და პირადად გავსაუბრებივარ ათას ადამიანს და სამი აქტივისტი ერთი და იგივე ხოშტარიასი ან ლგბტ აქტივისტები და ვიღაც უცნაური ხალხი, რომელიც ან კვოტებზე გიხურებს რაღაცას, ერთი მიხურებდა იმიტომ, რომ კატები არ მიყვარდა მისი აზრით, სად ნახა ჩემი კატების სიყვარული ან სიძულვილი, აი კატაზე ხმა არ ამომიღია, ერთი კარაკალის კატა მიყვარსთქო მაქვს ნათქვამი სადღაც, მეტი სხვა არაფერი არ მითქვამს. ესენი არიან ასევე მიტინგის დამშლელები, რამდენიმე რაღაცა არის, რომელიც მიტინგს შლის. არსებობს ხალხი, რომელიც ცალკე არის და იმას საერთოდ არ ეხება, არის ხალხი, რომელიც ერთ კარს ეჯაჯგურება, იმას პარლამენტში შევარდნა არ უნდა, პარლამენტს ბევრი კარი აქვს, ბევრი ფანჯარა აქვს, ანუ შესავარდნად სხვანაირად იქცევი. თან რატომ უნდა შევარდე შიგნით სპეცრაზმია ბოლო-ბოლო, ანუ რაღაცით ხომ უნდა ახსნა. აი ასეთი რაღაცები აფრთხობს ხალხს, ამას დამატებული ის ხალხი ვინც, ვითომ მხარდამჭერები არიან, ენჯეოშნიკები და ვიღაცები, რომლებიც უკვე მხარდამჭერ ხალხს ყოფენ, ვიღაცა გენდერებში რომ არ ეთანხმება ამის გამო აკრიტიკებენ. გულწრფელ პროტესტს უთავობა და ის, რომ ამერიკელებს აქ არასათანადო ხალხი წარმოადგენენ, ის რომ ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან, ელენე ხოშტარიას აქტივისტი როგორ შეიძლება დასავლელი და ევროპელი იყოს, ის კი შეიძლება იყოს და უნდოდეს, მაგრამ რუსეთიდან ფინანსდები მთელმა ქვეყანამ იცის, ვერ დაამტკიცე საწინააღმდეგო, თქვი რომ ინტელექტუალური საკუთრებისთვის მაფინანსებენ რუსებიო, კაი ახლა მართლა და სხვას ლანძღავ, ვითომ დადიხარ იმითი ოკუპირებული 20% არ მავიწყდებაო, კაი კაცო ფულს რომ იღებ მაშინ ხომ გავიწყდება და მართლა სხვას როგორ ლანძღავთ, გიჟები ხომ არა ხართ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.