რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს.
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის ჭიშკრისკენ ბოთლებს ისროდნენ, კარს არყევდნენ, ჭიშკარზე გადასვლას ცდილობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება და მოუწოდა აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას.