არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს.
ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ.
შეიძლება აქციის ორგანიზატორი იყო და შენ წინ არ იდგე?
შეიძლება ხალხს დილით სთხოვდე რამე მოქმედებას და მთელი ღამე წინ და უკან სიარულით ღლიდე? - ამის შესახებ მე -10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
"მერამდენე შემთხვევაა უკვე ეს.
შეილება მოგება გინდოდეს და არავის არაფერზე დაელაპარაკო?
შეიძლება არანაირი გეგმა არ გქონდეს?
მე ძალიან მაინტერესებს, ვინ აორგანიზებს მიტინგებს და ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სირები?
მიტინგები უნდა იგეგმებოდეს საჯაროდ, ხალხს უფლება აქვს ნახოს, როგორ და ვის მიერ მიიღება ეს სულელური გადაწყვეტილებები და იქვე გააპროტესტოს ეს.
მიტინგების საჯარო დაგეგმვის დადებითი მხარე ისიცაა, რომ ხალხმა გაიცნოს თავისი გმირები, მიხვდეს ვინაა ნორმალური და ვინ გამოყლევებული.
მაგიტომაც არ ხსნიან დისკუსიას, იციან რომ ნიჭი არ აქვთ, იდეა არ აქვთ, გამბედაობა არ აქვთ, რეპუტაცია არ გააჩნიათ და იმალებიან.
მოკლედ, რომ ვთქვათ, სამწუხაროდ აქციას სირები მართავენ და სანამ მაგათ არ გავაგდებთ, არაფერი საინტერესო არ მოხდება." - წერს იაგო ხვიჩია "ფესბუკში".
ცნობისთვის, საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ღამე გაათენეს და დილამდე დარჩნენ - ადგილზე სამართალდამცველები არიან
ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება
ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.