"მეორე მუხლი ა) პუნქტი - სადაც წერია, რომ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არაკომერციული იურიდიული პირი, როგორიც არის სპორტული ფედერაციები, როგორც გამონაკლისი არ ექცევიან ამ კანონის მოქმედების სფეროში. რატომ?! იმიტომ ხომ არა, რომ თქვენს მეგობრებს აფარებთ ხელს და გინდათ სასათბურე მდგომარეობაში ამყოფოთ". - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგერ ზის, რომელსაც 270 მილიონი აქვს ბიუჯეტიდან, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგერ ზის, რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი აგერ ზის. ყველა ფედერაცია იღებს უამრავ ფულს, გრანტებს უცხოური სხვადასხვა წყაროებიდან. იმიტომ ხომ არ წერთ ფედერაციებს, რომ ეს დახმარებები შეუწყდებათ?! იმიტომ ხომ არ გინდათ ფედერაციების გამოყვანა ამ კანონიდან, რომ მოკვეთენ საერთაშორისო შეჯიბრებებიდან? ევროპის ჩემპიონატიდანაც კი შეიძლება გამოგვაგდონ.
თუ ასეთი კარგია, მე მოვუწოდებ ფედერაციის პრეზიდენტებს, გამოიჩინეთ სოლიდარობა, თქვით რომ მუშაობთ პატიოსნად, გამჭვირვალედ... ეს საწყალი ბიზნესმენები რომ გამოდგნენ და პოსტებს წერენ, ბიზნესი არის ევროპის მომხრე და ასე ვთქვათ, გამჭვირვალობის მომხრე, გამჭვირვალობა კი არა ნაპარავი ფული გაქვთ ნახევარზე მეტი, საცოდავო ბიზნესმენებო... გამოდით და თქვით ფედერაციის პრეზიდენტებო, რომ 25 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციის მდგომარეობაში გინდათ იმყოფებოდეთ და გამოუცხადეთ სოლიდარობა მათ. დაუყოვნებლივ ამოიღეთ ეს მუხლი.
ეს არის კორუფციული მუხლი, ნეპოტისტური მუხლი" - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.