აბსურდი და მარაზმია პრეზიდენტის მხრიდან რაღაც ჩახვეული ლოგიკით ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ ჩამორთმევა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„სანამ გვყავს რეჟიმი, რომლის სახეც არის ფარცხალაძე, გამარჯვებაზე ვერ იქნება საუბარი, ჩვენი გამარჯვება იქნება, როცა გვეყოლება პროდასავლური და პრო ქართული, ნორმალური ხელისუფლება, ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ და ნატო-ს წევრი გავხდებით, რუსების ჯარს გავყრით აქედან, ნორმალური ქვეყანა გავხდეთ. ესაა გამარჯვება. ფარცხალაძეს თუ მოქალაქეობას შეუწყვეტ, ეს რა გამარჯვებაა?
ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ოპოზიცია კი არ ითხოვს, კანონი ითხოვს და ეს უნდა მომხდარიყო ახლა კი არა ერთი წლის წინ. ამიტომაა აბსურდი და მარაზმი რაღაც ჩახვეული ლოგიკით პრეზიდენტის მხრიდან ამის არ გაკეთება. ახსნები და მარაზმში შეყოლა ივანიშვილის რეჟიმთან, არის კატასტროფა და დამაბნეველ ვითარებას იწვევს.
ყველაზე უფრო მთავარი არის ის, რომ ფარცხალაძე წარმოადგენს ჩვენს ხელისუფლებას. მას ხელს აფარებდნენ ეროვნული ბანკის ბრძანებულებით, აქამდე არც კი იძიებდნენ, როცა ეს კაცი ჩვენს მტრებთან დადიოდა მოსკოვში. ახლა საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან? საკუთარ შვილს ხომ არ მოაჭრის თავს, როგორც ერთ ცნობილ ანიმაციურ ფილმშია? ეს არის უბედურება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.