საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე ატვირთული მონაცემების თანახმად, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა. მოსახლეობის 52 პროცენტი (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48 პროცენტი (1 881 004 კაცი) - კაცი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოში 85 და მეტი წლის ასაკის 65 552 კაცი (18 105 კაცი და 47 447 ქალი) ცხოვრობს, რაც მთელი მოსახლეობის 1,67%-ია.
თბილისში ცხოვრობს 85 და მეტი წლის ასაკის 18 330 კაცი (4611 კაცი და13 719 ქალი), რაც თბილისის მოსახლეობის 1,38%-ს შეადგენს.
იმერეთში 85 და მეტი წლის ასაკის პირთა რიცხოვნობა არის 10 983 - მთელი მოსახლეობის 2,15%; ქვემო ქართლში 6 380 - 1,44%; კახეთში 6 251 - 2,06%; სამეგრელო-ზემო სვანეთში 6 174 - 2,02%; შიდა ქართლში 4 383 - 1,74% აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 4 235 - 1,05%; სამცხე-ჯავახეთში 3 007 - 1,94%;გურიაში 2 667 - 2,60%; მცხეთა-მთიანეთში 2 003 - 2,13%; რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში 1 139 - 3,81%;
85 და მეტი წლის ასაკის მოსახლეობაში 100 მეტი წლის პირთა რიცხოვნობა 241-ს შეადგენს. მათ შორის კაცი არის 28, ქალი კი 213.




