საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე ატვირთული მონაცემების თანახმად, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა. მოსახლეობის 52 პროცენტი (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48 პროცენტი (1 881 004 კაცი) - კაცი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მარტში გამოქვეყნებული ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების თანახმად, 2025 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა და დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.4 წლით განისაზღვრა.
დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წელს 27 წლის ასაკის ქალების რიცხოვნობა 2025 წელთან შედარებით 1000-ით შემცირდება, ხოლო საპირისპირო შედეგი (ანუ 27 წლის ასაკის ქალთა რიცხოვნობის მატება 2025 წელთან შედარებით) დადგება 2029 წელს და შენარჩუნდება 20 წლის განმავლობაში.




