„მცემეს, გამიტაცეს. კაცს თავი მომწონს, პარლამენტის, უშიშროების კომიტეტის წევრი ვარ, წამიყვანეს და თავ-პირი დამალეწეს, ვიგინდარასავით შემტენეს ავტომობილში, ჯიბეებში მიძვრებოდნენ და მე მაჯარიმებთ ხულიგნობაზე? ამის შემდეგ ისევ ცემა-ტყეპით წამიყვანეს. ევროსაბჭოს ბერსე რომ არ ჩამოსულიყო, კარგახანს მაყურყუტებდნენ ციხეში. – ამის შესახებ  კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა.

"უბრალოდ, 12 დღეში ის კაცი ჩამოვიდა და გამომიშვეს. ეს ყველაფერიც არ მადარდებდა, როცა ვხედავდი, ერთ-ერთი გოგო იძახდა, პოლიციელები მაფურთხებდნენო.

რა ნამუსით უნდა მეცხოვრა, დამეძინა და გამეღვიძა ამ ქვეყანაში? ან უნდა დამეხოცეთ სათითაოდ მოსამართლეებიან-პროკურორებიანად, ტყვიამფრქვევები ამეღო და გადამეტარებინა თქვენზე. ამას ვფიქრობდი ერთ-ერთს, რაც უნდა გამეკეთებინა. დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ, ვინც მაგას აკეთებდით. ან ის უნდა გამეკეთებინა, რაც ვერ გავაკეთე. არ მეშინია ამის თქმის. გინდ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ, ის. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკდვები, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები. ჩემს საქციელზე მე ვარ პასუხისმგებელი. რაც გავაკეთე, იმაზე მე ვარ პასუხისმგებელი. მეორე ბრალი რომ წარმიდგინეს, კილომეტრიდან ტელესკოპით გადაღებული ვიღაც ტიპი დაძვრება და ბენზინს ასხამს, ნიღაბი უკეთია. ორი წლის განმავლობაში ვერავინ ამოიცანით ამ ქვეყანაში, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ერთი პოლიციელიც არ ზის ციხეში, რადგან ნიღბები ეკეთათო და რაღა მე ამომიცანით?! მარტო ჩემი ნიღბიდან ამომიცანით, თუ როგორ არის? ჩემს ქმედებებზე პასუხისმგებელი ვარ, არანაირი პრობლემა არ მაქვს, გინდ, ციხეში ვიჯდე. უარესი შეზღუდვები დამიწესეთ. მთავარია, რისთვისაც მეც ვიბრძოდი და დანარჩენებიც, ის საქმე მოტრიალდა და ძალიან მალე გავიმარჯვებთ. ყველაზე სასოწარკვეთილი ვინც იყო, მას მინდა, მივულოცო, ყველა გავამხნევო და მადლობა ვუთხრა, ვინც იბრძვის, ვინც ციხეშია და ვინც გარეთ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურა 2026 წლის 30 მარტს პროკურატურამ ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალი წარუდგინა და ვიდეო კადრებს ავრცელებს - მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება