ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომლის მომსახურების  შესრულების ვადად 6  თვეა განსაზღვრული.

სენაკში, პროექტის მიხედვით,  დაგეგმილია  ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დახურული საცურაო აუზის  აშენება.

პროექტი ითვალისიწინებს  არანაკლებ 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, სპორტული და საბავშვო აუზების, სავარჯიშო დარბაზების, გასახდელების და  ფიზიოთერაპიის  სივრცეების მოწყობას.

სენაკის სპორტულ კომპლექსში უნდა განთავსდეს  სამედიცინო და  ადმინისტრაციული ოთახები, საკონფერენციო დარბაზი და კომერციული სივრცე. ასევე, უნდა მოეწყოს თანამედროვე ავტოსადგომი, უსაფრთხოებისა და განათების სისტემები.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის სპორტულ აქტივობებში ჩართვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.