35 წელია პოლიტიკაში ვარ, 5 პარლამენტის წევრი ვარ და ის რაც დღეს პარლამენტში ხდება, არასოდეს მინახავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს ასეთი პარლამენტი ჰყავს, თუ ამას პარლამენტს დავუძახებთ. ალბათ, ყველაზე დაბალი სტანდარტის, ხარისხის თავყრილობა არის, რასაც ვადევნებთ თვალყურს. ალბათ, იდეალური არასოდეს ყოფილა, მაგრამ ეს მართლა ყოველგვარ სტანდარტებს გამოცლილია და სამწუხაროა, როცა ვუყურებთ, ნაცვლად საგნობრივი დებატებისა, იდეების კამათისა, თუ როგორ სჯობია ქვეყნისთვის, რა არის უკეთესი, ამის ნაცვლად გინება, მითუმეტეს ქალბატონებზე გაწევა ფა თავდასხმა, წარმოუდგენელია, მძიმე სანახავია. 35 წელიწადია პოლიტიკაში ვარ, 5 პარლამენტის წევრი ვარ და ასეთი რამ არასოდეს მინახავს“, - განაცხადა გია ბარამიძემ.