ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აცხადებს:
„თუ ვინმე ახდენს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს, რა თქმა უნდა, ეს რუსული რეჟიმია. რუსულმა რეჟიმმა ამ ხნის განმავლობაში თუ კი რაიმე მავნებლობის ჩადენა შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა, დაწყებული მედიის დევნით, როდესაც წინა წელს უნდა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ნიკა გვარამია დაიჭირეს, გაგრძელებული ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზირებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის, მთავარი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით, რომელ დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, მთავარი ოპონენტი გყავს დაჭერილი შეთითხნილი ბრალდებით. ყველამ დაინახა, რომ „ფეესბეს“ აგენტის, ბიძინა ივანიშვილის ჯიბის პროკურორის მიერ შეთითხნილი ბრალდებებით და ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელით ზის ციხეში პრეზიდენტი სააკაშვილი საპყრობილეში და არის ბადრაგის ქვეშ, ეს არის დეპოლარიზაცია? ეს არის ევროპული გზა, როდესაც შენს მთავარ ოპონენტს ციხეში ამყოფებ? დეპოლარიზაცია არის, როდესაც შენ დანარჩენ ოპოზიციას, ყველას ერთიანად საშინელებებს ეძახი? ევროკავშირში გაწევრიანება გინდა, როდესაც ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის რეზოლუციას ფარატინა ქაღალდს უწოდებ? როდესაც გამოდის პარტიის გენერალური მდივანი, სხვა ხელმძღვანელი პირები და ამბობენ, რომ თუ მოგვცემენ მოგვცემენ, თუ არადა თავისთვის დაიტოვონ არაფრის მაქნისი სტატუსიო? ეს ოპოზიციამ ილაპარაკა? გლობალური ომის პარტია საქართველოს აიძულებს ომში ჩაერთოსო, ვისზე ლაპარაკობდნენ? ვინ არის გლობალური ომის პარტია? ბურკინა ფასო? თუ მადაგასკარი? იმიტომ არ გვაძლევენ სტატუსს, რომ ომში უნდა ჩაგვრთონო, ვისზე ლაპარაკობდნენ? ვინმემ აქ მყოფმა ჟურნალისტმა თავი უნდა გაისულელოს და დაივიწყოს ყველაფერი, რასაც ლაპარაკობდა ეს რეჟიმი და ამ რეჟიმს ყოფნის უტიფრობა და ლაპარაკობს ოპოზიციის საბოტაჟზე. რა სამართლიან სასამართლოზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, როდესაც ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის დროშით გამოვიდნენ და აპროტესტებდნენ ანტიევროპულ კანონს, რუსულ კანონს, ციხეში სხედან, არა მარტო მიხეილ სააკაშვილზე ვლაპარაკობ ახლა, როგორც პოლიტპატიმარზე, არამედ იმ ახალგაზრდებზეც, რომლებიც ციხეში არიან. რომელ სამართლიან არჩევნებზე შეიძლება ლაპარაკი? რომელ ევროპულ სტანდარტზე შეიძლება ლაპარაკი? კიდევ და კიდევ დავუბრუნდები პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობასაც რა სამართლიან არჩევნებზეა საუბარი, ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ მიმართულებით თუ რეჟიმს ექნება სურვილი გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას, იმისათვის, რომ მათ არამარტო თავისი რიტორიკა შეცვალონ და გლობალური ომის პარტია არ ეძახონ ევროკავშირს და ნატო-ს, ათასი შეურაცხმყოფელი ეპითეტები არ უძახონ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან, არ მიაყენონ შეურაცხყოფა კონგრესმენებს, სენატორებს, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ და საქართველოს პრობლემატიკით არიან დაკავებულები, რომლებიც არიან საკვანძო პიროვნებები მთელ იამ წლების განმავლობაში, რათა ევროკავშირმა და აშშ-მ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გააგრძელონ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა. ამ ადამიანებს შენ თუ შეურაცხყოფას მიაყენებ, ვინ მიგიღებს თავისუფალ ერთა ოჯახში, როდესაც ამ ადამიანებს ომში ჩათრევაში დებ ბრალს, ეს ყველაფერი არის ამ რეჟიმის გაკეთებული და ეს რეჟიმი არის, რომელიც იყენებს პოლიციას, პროკურატურას, სუს-ს იმისთვის, რომ კრიმინალს, აგენტურას კი არ ებრძოლოს, არამედ უთვალთვალოს პოლიტიკურ ოპონენტებს, უთვალთვალოს სამღვდელოების წარმომადგენლებს, უთვალთვალოს ჟურნალისტებს, არასამთავრობოს წარმომადგენლებს და ჩვენ ათასობით ვნახეთ, მათ შორის პრესაში გაშუქებული მასალებით, თუ რას აკეთებს ეს რეჟიმი, ჩვენ ვნახეთ პირდაპირი აღიარებითი ჩვენებები, მათ შორის სუს-ის უფროსის მოადგილისა, რომელიც პირდაპირ ლაპარაკობს როგორ თანამშრომლობს ეს რეჟიმი რუსეთთან, როგორ უსმენს ადამიანებს, როგორ აშანტაჟებს ხალხს, როგორ აყალბებს არჩევნებს, ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ ადამიანები, ქალბატონები მაგიდის ქვეშ შემძვრალი მას შემდეგ, რაც არჩევნების გაყალბებაში იღებდნენ მონაწილეობას და ვინმე დაისაჯა? ეს არის საბოტაჟი და თუ ამ მიმართულებით გადადგამენ ნაბიჯებს, ბუნებრივია ჩვენ, ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ, ჩვენ ყოველთვის, ამ დევნის პირობებშიც კი, ამ ვითარებაშიც, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ტორპედირებისთვის და სწორედ ამას რომ ვხედავდით, გაათმაგებული ძალისხმევით ვუხსნიდით ჩვენს მეგობრებს, რომ არ შეიძლება საქართველო დარჩეს რუსეთის პირისპირ და დარჩეს განზე ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და უკრაინასა და მოლდოვას ისედაც ამ რეჟიმის მოღალატეობრივი და ანტიევროპული პოლიტიკის გამო, ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით და ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა ჩამოვრჩენილიყავით და მადლობა ევროკომისიას, რომ ეს რეკომენდაცია მოგვცა, მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, მთავრობაზე არის დამოკიდებული, მთავრობა არის საქართველოს ხელისუფლებაში, რომელსაც აქვს სახელისუფლებო ბერკეტები, არა ოპოზიციას, მთავრობამ უნდა მისცეს ტონი საზოგადოებას, ოპოზიციას თანამშრომლობისა და ბუნებრივია ნებისმიერი ოპოზიციური პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია თუ საზოგადოების წევრები შესაბამის ნაბიჯს გადადგამენ. ოპოზიცია არის ხელისუფლების ოპოზიცია, მას ბერკეტები არ გააჩნია, ჩვენ არ გვაქვს სახელისუფლებო ბერკეტები.“ - განაცხადა გია ბარამიძემ