გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე ჭალის ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. 65 ჰექტარზე, სადაც ეკოსისტემა წლების განმავლობაში ზიანდებოდა, უკვე დაირგო 25 ათასი ნერგი.
მიმდინარე წელს მათ კიდევ ამდენივე ჭალის მუხა დაემატება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალური კვლევის საფუძველზე შერჩეული ტერიტორია სრულად შემოიღობა, რაც ბუნებრივი განახლების პროცესსა და ბიომრავალფეროვნების დაცვას შეუწყობს ხელს.




