„ევრობარომეტრი“ მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
„ევრობარომეტრის" მიერ დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ევროპელების 52% ენდობა ევროკავშირს, რაც ყველაზე მაღალი შედეგია 2007 წლის შემდეგ.
საქართველოს ჩატარებული გამოკითხვა უჩვენებს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა საშუალოევროპულზე ნაკლებია და მნიშვნელოვნად არის შემცირებული „ევრობარომეტრის" მიერ გასული წლის წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად 58% იყო, აპრილ-მაისში ჩატარებული გამოკითხვა კი უჩვენებს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა 9%-ით არის შემცირებული და 49%-ს შეადგენს.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ გასული წლის აპრილ-მაისის გამოკითხვასთან შედარებით, ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში 17%-ით არის შემცირებული.
ასევე აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში ეროვნული პარლამენტის და მთავრობის მიმართ ნდობის პროცენტული მაჩვენებელი საშუალოევროპულზე მნიშვნელოვნად მაღალია.