„ევრობარომეტრი" ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

„ევრობარომეტრის" მიერ დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ევროპელების 51% ენდობა ევროკავშირს, რაც ყველაზე მაღალი შედეგია 2007 წლის შემდეგ.

საქართველოს ჩატარებული გამოკითხვა ევროკავშირის მიმართ საშუალოევროპულზე უფრო მაღალია, თუმცა მნიშვნელოვნად არის შემცირებული „ევრობარომეტრის" მიერ მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ჩატარებული გამოკითხვის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში მაის-აპრილის გამოკითხვის შედეგების თანახმად 66% იყო, ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვა კი უჩვენებს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა 8%-ით არის შემცირებული