გუშინ სუპერმარკეტში 100-დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნებამ მომაძახა რუსულ კანონზე ხელმომწერი, ბევრი არ გავაგრძელე, არავისთან გვინდა კონფლიქტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსულ კანონზე ხელისმომწერი არ არის, რადგან არ არსებობს რუსული კანონი, არსებობს ქართული კანონი.
გუშინ ვიყავი სუპერმარკეტში, რა დროსაც შორიდან მომესმა გაურკვეველი ხმაური. მოვტრიალდი და შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო პატენტი, ფეიქ დომენიკო მანგო, ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტიქტებით დახლებს შორის მორბენალი, რომელმაც მომაძახა, ვარ თუ არა ბექა ოდიშარია და შემდეგ თქვა – „შენ ხარ რუსულ კანონზე ხელისმომწერი“. ბევრი არ გავაგრძელე, ჩვენ არავისთან არ გვინდა კონფლიქტი. ვიხვეწებით, ვინმე მოვიდეს და გვკითხოს, ამ ექვსგვერდიან კანონში რა წერია ისეთი. როდესაც მან რუსული კანონი ახსენა, მე რუსულ კანონზე ხელისმომწერი არ ვარ, არ არსებობს არანაირი რუსული კანონი, არსებობს ქართული კანონი. თუ არ ხარ 100-დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნება, რა გინდა სანზონელ, თუ გლდანელ კაცს ღამის 00:00 საათზე კრწანისში, სუპერმარკეტში. როგორც კი დამიძახა რუსეთის მონა, პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული მხოლოდ ერთი სიტყვაა, რაც მე მას ვუთხარი, რისი განსახიერებაც ის ადამიანია. არავინ დამიწყოს, თმენის ვალდებულება. მანახეთ, სად წერია, ვინმემ მონა მეძახოს. ეს საერთაშორისო სიტყვაა. ერთჯერადი მოხმარების რომ ხარ, იმსახურებ, ასეთი ეპითეტით გაგისწორდნენ. ეს მრავალჯერ გავუმეორე, რა თქმა უნდა, მშვიდად. ის მუდმივად ცდილობდა ჩემთან მოახლოებას, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ბედავდა. ყანყრატოზე ჰქონდა მიბჯენილი მობილური ტელეფონი, ამიტომ ისმის მისი ხმა და არავისი სხვისი. მას ჩემი სიმშვიდე ყელში ამოუვიდა. რა დაცვაზე მელაპარაკება, ვისგან მჭირდება მე თბილისში დაცვა. დაცვა სჭირდება ფეიკ დომენიკო მანგოს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.