ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 28 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 112 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის,  4 - ქვემო ქართლის, 10 - კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 2- გურიის,  5 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 2 - შიდა ქართლის   სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.  

ასევე,  გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი და 1 დაურეგისტრირებელი  სახერხი საამქრო კახეთის რეგიონში.

სამართალდარღვევებიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 3 ფაქტი, მასალები  გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო  უწყებაში.