ასეთი სიტყვებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავისი სოციალურ ქსელით გამოქვეყნებულ პოსტში დაახასიათა.

„უნგრეთის უაღრესად პატივცემული პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ნამდვილად არის ძლიერი და გავლენიანი ლიდერი, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი დიდებული ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე <მიყვარს და ვიბრძვი> ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ვიქტორი ყველა ღონეს ხმარობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად! უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა ჩემი ადმინისტრაციის დროს თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს და შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია, დიდწილად  პრემიერ-მინისტრ ორბანის წყალობით. მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ შეძლოს წინსვლა წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალი ამ უზარმაზარი გზაზე. მე ამაყად დავუჭირე მხარი ვიქტორს 2022 წელს ხელახლა არჩევნებისას და დიდი პატივია ამის გაკეთება კიდევ ერთხელ. ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მე სრულად და უპირობოდ ვუჭერ მხარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრად მის ხელახლა არჩევას - ის არასდროს გაუცრუებს იმედს უნგრეთის დიდებულ ხალხს!" - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.