უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალი თვეები რთული იქნება მისი ქვეყნისთვის, რადგან აშშ-ში პოლიტიკური გაურკვევლობაა.
ზელენსკის თქმით, "ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები გარდამტეხი მომენტი იქნება", რის შემდეგაც შეძლებენ გაერკვნენ, "რა იქნება შემდეგ".
უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.
ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი მილიონობით ადამიანს ელოდება.