უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე კიდევ ერთხელ გამოხატული სოლიდარობისთვის.
„აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X–ზე.