უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელნსკის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი მილიონობით ადამიანს ელოდება.
25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტმა ჰკითხა რესპუბლიკელი სენატორის ჯეი დი ვენსის განცხადებაზე, რომლის თანახმად, "უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება ბრძოლის ველზე რეალობას ვერ შეცვლის".
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "არ არის დარწმუნებული, რომ სენატორს ესმის, რა ხდება უკრაინაში"
"იმისათვის, რომ გაიგო რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე უნდა ჩახვიდე, ხალხს დაელაპარაკო და მიხვდები, რომ მხარდაჭერის გარეშე მილიონობით ადამიანს სიკვდილი ელოდება. ეს არის ფაქტი", – განაცხადა ზელენსკიმ.