რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ფორუმზე „უკრაინა. წელი 2024“ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ამ ომში ოცდათერთმეტი ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. არა 300 000, ან 150 000, როგორც პუტინი და მისი მატყუარა წრე იტყუება, მაგრამ თითოეული ჩვენთვის დიდი დანაკარგია. დაიღუპა 180 000 რუსი",- დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილებში.