პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება ველოდოთ მნიშვნელოვან დეკლარაციებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იუწყება პოლონური მედია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც ნაწილობრივ გამოქვეყნდა მედიისთვის, ახლა მოსამზადებელ ეტაპზეა.
ტუსკის თქმით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დეკლარაციები, კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით, ასევე რომელ საზღვრებზე იმოქმედებს ის და ამასთან, ცნობილი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
"ეს, რა თქმა უნდა, იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც მოიცავს აშშ-ის ნაკლებ ჩარევას უკრაინის საქმეებში," - დასძინა მან.