ევროკავშირის გაფართოება იქნება ძირითადი ფოკუსი პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სერბეთში განაცხადა.
ტუსკის თქმით, ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს სერბეთს, რადგან სერბეთის გარეშე ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება.
"მალე ჩვენ ევროკავშირის თავმჯდომარეობას გადმოვიბარებთ. პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს გაფართოება, სერბეთთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩათვლით, ჩემი ყურადღების ცენტრში იქნება. ვიცი, რომ ეს არის რთული პროცესი. ვიცი, რომ არის იმედგაცრუებები ორივე მხარეს, ყოველთვის ყველას არ ესმის ერთმანეთის. სერბეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში არ არსებობს გაუგებრობები ან პრობლემები, რომლებსაც ვერ გადავწყვეტდით და რომლებიც გაფართოებისთვის დაბრკოლება იქნებოდა", – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.