ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას კურსის ცვლილებისკენ მოუწოდებენ.

"ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ. ჭკვიანი კომენტატორებისთვის, მოსალოდნელია, რომ ეს გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია იქნება, რადგან ჩვენ ევროკავშირის გაფართოებაზე ფართო კონსენსუსი გვაქვს", - წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის ფარგლებში მომზადებულ ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები მიუთითებენ, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას, თუკი ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება.