პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო შედეგებზე, მეტი ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვით შესაძლებლობებში ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ ტუსკი X-ზე წერს.

ტუსკმა აღნიშნა, რომ საჯარო დებატებში ბევრი დისკუსია შეიძლება ნახოთ იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ელოდეს ევროპა, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მოიგებს აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც NATO-ს დატოვებით იმუქრებოდა და უკრაინაში „ომის სწრაფად დასრულების“ პირობას იძლევა.

„ზოგიერთი ამბობს, რომ ევროპის მომავალი დამოკიდებულია საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა, ჩვენზეა დამოკიდებული. შეძლებს თუ არა ევროპა საბოლოოდ გაიზარდოს და დაიჯეროს საკუთარი ძალების. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, გეოპოლიტიკური აუთსორსინგის ეპოქა დასრულდა“, - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.