შვეიცარიის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომისიის წინადადებას გერმანული წარმოების Leopard 2-ის 25 ტანკის ექსპლუატაციიდან გაყვანის შესახებ, რათა შემდგომში ისინი გერმანულ კომპანია Rheinmetall-ზე გაიყიდოს. ამ ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.
"შვეიცარიის არმიის 96 ტანკიდან 25-ის შემდგომი გამოყენება არ იგეგმება, ამიტომ მათი გაყიდვა შესაძლებელია არმიის საჭიროებებზე ზემოქმედების გარეშე", - განაცხადა შვეიცარიის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომისიამ.
გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
შვეიცარიის ერთ-ერთი პირობაა, რომ ტანკები უკრაინაში არ უნდა გაიგზავნოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა თებერვალში შვეიცარიის თავდაცვის მინისტრ ვიოლა ამჰერდს სთხოვეს დათანხმებულიყო შვეიცარიული არმიის Leopard 2-ის ტანკების შეძენას, უკრაინისთვის გადაცემული ტანკების კომპენსაციის მიზნით.
"მათ დაგვარწმუნეს, რომ ტანკებს უკრაინაში არ გაგზავნიან და დარჩებიან გერმანიაში, ნატოს ან ევროკავშირის პარტნიორებთან დეფიციტის შესავსებად", - აცხადებს შვეიცარიის მთავრობა.
შვეიცარიის არმიის შეიარაღებაში სულ 134 Leopard 2-ის ტანკია, ხოლო კიდევ 96 ტანკი საცავებშია.
გარდა ამისა, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის გერმანიას, სურდა უკრაინისთვის შვეიცარიული წარმოების სამხედრო ტექნიკისა და ჭურვების უკრაინისთვის გადაცემა, მაგრამ ბერნმა ამაზე უარი თქვა, რადგან ქვეყნის კონსტიტუციით შვეიცარია ნეიტრალური სახელმწიფოა.
იანვარში გერმანია უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდებას დათანხმდა და ამის უფლება სხვა ქვეყნებსაც მისცა.
აპრილის ბოლოს ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინისთვის 1550 ჯავშანმანქანის და 230 ტანკი მიწოდების შესახებ გააკეთეს განცხადება.