„ენფილდზე“, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, „ლივერპულმა“ „რეალს“ უმასპინძლა.

ევროპის საფეხბურთო კლუბერბის გრანდების, „ლივერპულის“ და რეალის“ შეხვედრაში უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო და მათ მეტოქე 1:0 დაამარცხეს.

ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ალექსის მაკალისტერმა გაიტანა.

გიორგი მამარდაშვილმა (Flashscore - 6.9) შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.