ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის მედია ავრცელებს.
დღეს, მთელი სერბეთის მასშტაბით მთავრობის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ქუჩების ბლოკირების მომხრეთა საწინააღმდეგო მორიგი მიტინგები გაიმართა.
პარალელურად, სერბეთის სხვადასხვა ქალაქებში მთავრობის გადადგომის მოხოვნით ქუჩების და შენობების ბლოკირების მომხრებმა გამართეს დემონსტრაციები.
სერბეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბლოკირების მოწინააღმდეგეთა მიერ მთელი სერბეთის მასშტაბით ჩატარებულ 125 მსვლელობაში 144 ათასზე მეტი კაცი მონაწილეობდა, ასევე მთელი სერბეთის მასშტაბით ჩატარებულ 27 მსვლელობაში, რასაც რიგ შემთხვევაში ქუჩების გადაკეტვაც მოჰყვა, მონაწილეობა 5 ასთასმა კაცმა მიიღო.