საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ქვეყანაში ისლამურ-არაბული სამიტი გაიმართება.
ერ-რიადში „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ და „არაბული ქვეყნების ლიგის“ სამიტები უნდა გამართულიყო. ამის შემდეგ საუდის არაბეთმა გადაწყვიტა, ორი სამიტი გააერთიანოს.
„შეხვედრის მთავარი თემა იქნება ღაზის სექტორში შექმნილი ვითარება. გვჭირდება ძალისხმევის გაერთიანება, რათა შევიმუშაოთ ერთიანი პოზიცია“, - აღნიშნავენ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.