უხვმა  ნალექმა პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ხევების ადიდების შედეგად რამდენიმე  სოფელში გზები და  ეზოები დაიტბორა, დაზიანებულია  საცხოვრებელი სახლები.

სტიქიის ადგილას  შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. 

„უხვი ნალექის გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე „შიხიანთ" ხევი ადიდდა, რის გამოც ზოგიერთ სოფელში გზები და მოსახლეობის ეზოები დაიტბორა. 
დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები სოფლებში  წარმომადგენლებთან ერთად მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა ადგილზე მოინახულა. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.,, - აცხადებენ სიღნაღის მერიაში. 

ზუსტი ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.