ოზურგეთში ქართული ხალხური სიმღერის დიდი მოამაგის, ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ღონისძიება „გაზაფხულის სიმღერა“ გაიმართა. 

ღონისძიებაზე სხვადასხვა კულტურული აქტივობა მოეწყო.

საღამოს, კულტურისა და დასვენების პარკის ამფითეატრში, კონცერტი ჩატარდა სალოტბარო სკოლის მოსწავლეების და ანსამბლ „მართვეს“ მონაწილეობით, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი ესწრებოდა.