ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლებში დასრულებულ სამუშაოებსა და მიმდინარე სასწავლო პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სკოლების რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სააგენტომ განახორციელა, რომლის ჯამური ღირებულება 8,5 მილიონ ლარზე მეტია.
განხორციელებული სამუშაოები შედეგად ორივე სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზები, ღია და
დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები.
სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ფუნქციონირებს რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.
ევროსტანდარტების შესაბამის სკოლებში ყოველწლიურად 1400-მდე მოსწავლე შეძლებს თანამედროვე განათლების მიღებას.