ოკუპანტები გვიან ღამით თავს დაესხნენ დონეცკის ოლქის ქალაქს, მირნოგრადს. შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი 15 წლისაა. 

დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქზე იერიში დაახლოებით 01:30 საათზე მიიტანეს.

ამასთან, დაზიანებულია 14 მრავალბინიანი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება და 9 მანქანა.