რომის მასტერსზე ოცდამეთორმეტედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიო რეიტინგში ასეულთან ახლოს ტრიალებს და ამჟამად 126-ე ადგილზეა, ოცდამეთორმეტედფინალში სენსაციურად სძლია მსოფლიო რეიტინგში მე-6 ადგილზე მყოფ ამერიკელ ბენ შილტონს.
ბასილაშვილი - შილტონი 6:4, 6:7(5:7), 6:3
მეთექვსმეტედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 33-ე ადგილზე მყოფ ამერიკელ ბრენდონ ნაკაშიმას შეხვდება.




