უკრაინული მედია ( Херсонська ОВА, Харківська ОВА, Миколаївська ОВА, Дніпропетровська ОВА) იუწყება, რომ გუშინ, 18 იანვარს, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
დღის განმავლობაში მტერმა ხერსონის რაიონზე 67 შეტევა განახორციელა, რაიონულ ცენტრში 11 ჭურვი ესროლა. რუსი სამხედროები სამიზნეს რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები წარმოადგენდა,
გასულ დღეს ოკუპანტები უტევდნენ დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაევის ოლქებსაც. მათ დაბომბეს ხარკოვის ოლქის 20 დასახლებაც.
პ.ს. კუპიანსკი, ფოტო: KHARKIV OVA