საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შეწყალების საკითხს ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებენ, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას: „თქვენ 9 აპრილს ამბობდით, რომ პატრიარქის არჩევის შემდეგ გადაიხედება სინდისის პატიმრების საკითხი. შესაძლოა, რომ საპატრიარქომ კვლავ მიმართოს „ქართულ ოცნებას“? თუ იცით შიო მესამის პოზიცია სინდისის პატიმრების შეწყალებაზე?“
აღნიშნულის საპასუხოდ ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ ეს საკითხი კვლავ ძალაშია.
„მე მაშინ ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან, გიდასტურებთ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე ლაპარაკი, როდის რა იქნება. ჩვენ ახლა ბევრი რამე გვაქვს მოსაწესრიგებელი. გეუბნებით, რომ ეს იქნება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.










