„თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია“.
ამის შესახებ ნათქვამია გარეგინ II-ის წერილში.
ყოვლად სომეხთა კათალიკოსმა მისალოც წერილში აგრეთვე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ „სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებული მრავალწლიანი ძმური კავშირები, რომლებიც მდიდარ სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, მომავალშიც შექმნის თანამშრომლობის მყარ საფუძველს“.
გარეგინ II-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უსურვა მრავალი წელი ემსახუროს ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.




