რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა. კერძოდ, დღეს დილიდან აფეთქებებია უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის, ხარკოვის, ლვოვის და ჩერკასის ოლქებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. რაკეტების გარდა დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატები.

თავდასხმის გამო საჰაერო განგაში უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებიდან დაიწყო და ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის გავრცელდა ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.