უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს.
ხარკოვის რაიონის სოფელ ზოლოჩოვში თავდასხმის შედეგად ჩამოინგრა სამსართულიანი სასტუმროს შენობა.
მაშველებმა ნანგრევებიდან 2 თვის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, კიდევ სამი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამასთან, სასტუმროს გვერდით მდებარე ორსართულიან შენობაშიც გაჩნდა ხანძარი.
საერთო ჯამში, რუსებმა დააზიანეს შვიდი კერძო სახლი, 19 სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი (მაღაზიები, კაფეები, ჯიხურები), 2 ადმინისტრაციული შენობა და სულ მცირე 5 ავტომობილი.