რუსები უარს არ ამბობენ განზრახვაზე, წინ წაიწიონ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ - ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა 88 სამხედრო შეტაკება; დამპყრობლები ყველაზე აქტიურად უტევდნენ ავდეევკის, მარინსკისა და ხერსონის მიმართულებით,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, ავდეევკას მიმართულებით უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მტრის შეკავებას, რომელიც კვლავ ცდილობს ავდეევკას ალყაში მოქცევას. ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 26 თავდასხმა ამ რაიონში და კიდევ 11 –დონეცკის ოლქის პერვომაისკისა და ნეველსკის მახლობლად.
სამხედროების ცნობით, მარინსკის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ რუსების შეკავებას დონეცკის რეგიონში გეორგიევკას, პობედასა და ნოვომიხაილოვკას მახლობლად, სადაც მათ მოიგერია 16 თავდასხმა.
სარდლობის ცნობით, ხერსონის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას და საოკუპაციო ძალების თავდასხმების მოგერიებას.
"დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტები არ თმობენ უკრაინული შენაერთების პოზიციებიდან განდევნის მცდელობებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა 15 წარუმატებელი თავდასხმა ჩაატარეს",– აცხადებენ გენშტაბში.