პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველების ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. საავადმყოფოებში 100-მდე დაჭრილი რჩება.
პაკისტანში, ქალაქ პეშავარში მეჩეთში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ამ ეტაპზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. პაკისტანის „თალიბანმა“ მომხდართან კავშირი უარყო.
დაღუპულთა უმეტესობა პოლიციის თანამშრომლები არიან. ადგილობრივი მედიის ვარაუდით, სწორედ ისინი იყვნენ ტერორისტის სამიზნე. აფეთქების დროს მეჩეთში 300-400 პოლიციელი იმყოფებოდა.